”რუსთავი 2“- ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და იურისტები დღეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა ცალ-ცალკე, რამდენიმე საათიანი ინტერვალით შედგება.
სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობა შეხევდრაზე იმ არგუმენტების წარმოადგენას აპირებს, რომელიც ადასტურებს, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.