20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მმაჩის ბიუროები შესვენების გარეშე მუშაობენ - ქორწინების მსურველების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში, ამურის ოლქში მმაჩის ბიუროები დასვენების დღეების გარეშე მუშაობენ - Ampravda.ru-ს ინფორმაციით, სამოქალაქო ქორწინებების რაოდენობა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში ოლქში 682 ქორწინება დარეგისტრირდა. როგორც ოფიციალურ უწყებაში ამბობენ, ეს რიცხვი 2022 წლის აგვისტოს თვიურ მაჩვენებელზე მაღალია, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის ბოლო თვეს, როგორც წესი, ქორწინებების ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება. 

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. 

დღის ამბები