"ეს არის თავდასხმა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე" - ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს არასამათავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ არხის გარშემო მიმდინარე პროცესები არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
„ეს არის თავდასხმა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე, რომელიც კრიტიკულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა ეს თავდასხმა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. კრიტიკული მედიის გარეშე არჩევნები, როგორც არ უნდა ჩატარდეს ის ვერ ჩაითვლება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.