20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას პოლიტიზირებულს უწოდებს

არასამთავრობო სექტორი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას პოლიტიზირებულს უწოდებს და არსებული სასამართლო პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვას ითხოვს.

„ამ დავას ახლავს პოლიტიკური შინაარსი, ვინაიდან საქმე ეხება ყველაზე გავლენიან, რეიტინგულ მედიასაშუალებას, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ არა ერთ განცხადებას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავენ და სასამართლო სარჩელის განხილვას მონიტორინგს გაუწევენ.

შეხვედრის მონაწილე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე საუბრობენ ტელეკომპანიისთვის საქმიანობის ხელისშეშლაზეც და ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებები გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ტელევიზიის ოპერირებას.

 
დღის ამბები