სარჩელის მიხედვით ქიბარ ხალვაში რუსთავი2–ის ლოგოს, შვედური ჯეობარისა და ფრანგული ბოიარდის შემქმნელი და უკანასკნელი გმირის ავტორია. რუსთავი 2–ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში აღმოჩენილი კურიოზული უხერხულობების გარდა, ტელეკომპანიის იურისტებმა, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელებს სხვა სამართლებრივი ხარვეზებიც გააცნეს.
იურისტებისთვის გაუგებარია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება, რატომ დაყადაღდა ტელეკომპანიის ათობით მილიონიანი ის ქონება, რომელშიც ქიბარ ხალვაშს არც ერთი თეთრი არ გადაუხდია და რომელიც ტელეკომპანიიდან მისი წასვლის შემდეგ შეიძინეს.
იურისტები იმ მიზეზებზეც მიუთითებენ, რის გამოც სარჩელი ხელისუფლებასთან დაახლოებულ მოსამართლესთან, თამაზ ურთმელიძესთან მოვხდა.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის პირობებში, 2016 წლის არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება ეჭვქვეშ დგება.
ნიკა გვარამიას ამ მოსაზრებას არასამთავრობო სექტორიც იზიარებს, რომლებმაც დღეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის არგუმენტები პირადად მოისმინა. მათი შეფასებით ეს ბრძოლა არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელეკომპანიას, არამედ მთელ დემოკრატიულ პროცესს დააზარალებს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუსთავი 2-ის საქმეზე ხელისუფლებასთან საუბარს გეგმავენ.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.