რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ იმ გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მომზადდა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანიის არა მხოლოდ სადავო წილის, არამედ მთელი ქონების დაყადაღება, დამოუკიდებელი ტელევიზიის მუშაობის შესაჩერებლად მოხდა, რაც არჩევნების წინ ხელისუფლების მთავარი მიზანია. მათივე განცხადებით, თუ შეტევა რუსთავი 2-ზე სასწრაფოდ არ შეწყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება 2016 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის ემზადება.
პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრამდე, რუსთავი 2–ის ხელმძღვანელობამ, ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავის დეტალები დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორსაც გააცნო.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი