20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის საქმიანობაში ხელის შეშლას არ აპირებს - ხალვაში მედიასთან გამოჩნდა

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2 წინააღმდეგ სარჩელის შესახებ კომენტარს  საინფორმაციო სააგენტო ინფო 9- თან აკეთებს, სადაც მედიის თავისუფალებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ხალვაში ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო პროცესის გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსებსა და საელჩოებს მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიით ჩაერთონ სასამართლო პროცესის მონიტორინგში.

„კიდევ ერთხელ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვისახავთ მიზნად „რუსთავი 2“-ის დასუსტებას, პირიქით, სურვილი გვაქვს, გაძლიერდეს ტელეკომპანია და ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ, ხოლო დარღვეული უფლებების აღსადგენად მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართავთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდეს საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასამართლო პროცესების მონიტორინგისათვის თავიანთი დამკვირვებლები მოავლინონ“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

რუსთავი 2-მა ქიბარ ხალვაშს ადვოკატის მეშვეობით არაერთხელ შესთავაზა მასთან ინტერვიუ, თუმცა ხალვაში რუსთავი 2-ის შეკითხვებს არ პასუხობს. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები