20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
კიევში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

უკრაინის დედაქალაქში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიევში საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ. მათ ხელში ტელეკომპანიის და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი ტრანსპარანტები ეჭირათ.

რამდენიმე ათეული აქტივისტი, მათი თქმით აპროტესტებდა საქართველოს ხელისუფლების ზეწოლას ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე.

 
დღის ამბები