რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტში.
სოფელ გორდში ახალგაზრდული სასწავლო ბანაკი ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში მოქმედებს. ბანაკის 500-მდე ახალგაზრდამ რუსთავი 2-ს მხარდაჭერა გამოუცხადა და გააპროტესტა ქვეყანაში სიტყვის თავისეუფლების შეზღუდვის მცდელობები.
„ქვეყნის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის სიტყვის თავისუფლება მედია თავისუფლება არც ერთ ხელისფლებას არ უნდა ქონდეს იმის უფლება რომ მან ეს უფლება გადათელოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.