20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
„რუსთავი 2“ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ დღეს შუამდგომლობით მიმართავს.

სამაუწყებლო კომპანია სამი საკითხის გადაწყვეტას ითხოვს: მოხდეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, საქმე სასამართლომ ზეპირად განიხილოს და ეს პროცესი მოხდეს კოლეგიალურად - ანუ გადაწყვეტილება მასზე ერთის ნაცვლად სამმა გამოიტანოს.

„რუსთავი 2“-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ შუამდგომლობა, რომელსაც დღეს შეიტანენ დაკმაყოფილდება.

სამაუწყებლო კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე გუშინ განცხადება საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ნიკოლას ბერლინერის თქმით, „რუსთავი 2“-ის წინაააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს შეერთებული შტატების მთავრობა ყურადღებით აკვირდება.

დღის ამბები