რუსთავი 2-ის იურისტმა საქალაქო სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ შუამდგომლობებით მიმართა.
ტელეკომპანიამ სასამართლოში 3 შუამდგომლობა წარადგინა-მოსამართლის აცილების შესახებ, საქმის ზეპირი განხილვის შესახებ და საქმის კოლეგიალური წესით, 3 მოსამართლის მიერ განხილვის შესახებ.
„იმისათვის, რომ რუსთავი 2-მა საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს სასამართლოს წინაშე და სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება უნდა შედგეს ზეპირი მოსმენა. მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი იმისათვის, რომ უნდა დაკმაყოფიდეს შუამდგომლობა. იმედი გვაქვს, რომ სასამრთლო დროულად განიხილავს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.