20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების ცნობილი სახეები ჩაერთვნენ

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს საზოგადოების რამდენიმე ცნობილი სახეც შეუერთდა. მათ შორის არის პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც რუსთავი 2-თან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც გააკრიტიკა.

ნიკოლას ბერლინერი აცხადებდა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენები მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებას დავით მაღრაძემ ღია წერილით უპასუხა.

დავით მაღრაძის ამ ღია წერილს მალევე მოჰყვა სხვა გამოხმაურებები. ამერიკელი დიპლომატს გოგა ხაინდრავამ და ზაზა შათირიშვილმაც უპასუხეს.

დიპლომატისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს გოგა ხაინდრავა და ინტერესდება ნიკოლას ბერლინერი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს თუ აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

სულ სხვა მოსაზრება აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საინფორმაციო სააგენტო ”როიტერს," რომელმაც რუსთავი 2-ის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მასალაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს წამყვანი დამოუკიდებელი ტელეკომპანია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა და ახლა დახურვის საფრთხის წინაშეა.

რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

ავტორი: ანა წერეთელი.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები