ეუთოს მინისტერიალის პარალელურად, პრესკონფერენცია გამართა სერგეი ლავროვმა, რომელიც პოლონეთში მინისტერიალზე არ დაუშვეს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ეუთო გააკრიტიკა და მარგინალურ ორგანიზაციად მოიხსენია.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნატო ცივი ომის პრიორიტეტებს დაუბრუნდა. ლავროვის თქმით, მთელი ევროკავშირი ახლა შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშაა და ალიანსს რუსების შენარჩუნება ევროპის გარეთ სურს.
"ჩვენ გვახსოვს, როგორ შეიქმნა ნატო: როდესაც ალიანსის პირველმა გენერალურმა მდივანმა, ბატონმა ისმაიმ გამოაქვეყნა ფორმულა „მოაშორეთ რუსები ევროპას, ამერიკელები ევროპაში და გერმანელები კონტროლის ქვეშ". ის, რაც ახლა ხდება, ნიშნავს ნატოს დაბრუნებას იმ კონცეპტუალურ პრიორიტეტებთან, რომლებიც შემუშავებული იყო 70 წლის წინ. ახლა ნატოს კვლავ სურს რუსების ევროპიდან გაყვანა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა, თავის მხრივ, უკვე დაიმონა მთელი ევროპა და აკონტროლებს არა მხოლოდ გერმანელებს, არამედ მთელ ევროკავშირს. ნატოს უგუნური გაფართოებისკენ მიმართულმა კურსმა გააუფასურა ეუთოს მნიშვნელობა." - აცხადებს სერგეი ლავროვი.