რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად მეორედ შეიტანა.
ქალაქის ბიუჯეტი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად გადაუგზავნა.
ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადმოგზავნილ შენიშვნებს რუსთავის მერიაში სურვილების ფურცელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს მიერ გადმოგზავნილი მოთხოვნები არარეალურია, რადგან გარდა იმისა რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნების ნაწილი საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას, დოკუმენტში ასახული არცერთი პუნქტი თანხვედრაში არ მოდის არსებულ შემოსავლებთან.