14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ჩვენ რუსული კულტურის ვართო, ვაშაძემ რომ თქვა, ხომ გახსოვთ? გიული ალასანიამაც იგივე თქვა, ესენი დღეს რუს ტურისტებს დასდევენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ პრორუსულობაში - ამირან სალუქვაძე

 

"2010 წელს, თურქეთში გამართულ დიალოგ ევრაზიის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე გიული ალასანია სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა და რიგი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ღიად პრორუსული განცხადებები დედამ გააკეთა და სააკაშვილი არაფერ შუაშიაო, გაგახსენებთ მაშინდელ შსს-ში რუსი ჟურნალისტების ექსკურსიას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, სააკაშვილის ლარსზე დახვედრას და რუსი ტურისტების პირადად მომსახურებას, რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას, ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ამიტომაა გორბაჩოვის პერესტროიკის პროპაგანდისტები კუბილიუსი, იუკნევიჩიანე და სხვა, ადრე პრორუსულად განწყობილი სუბიექტები გონჩარენკო, არესტოვიჩი და სხვები, ასე აქტიურად რომ ლობირებენ ნაცმოძრაობას და სააკაშვილს.

"საქართველოს ტოვებს რუსული კულტურის ბოლო პლასტი, რუსული ენა დავიწყებას ეძლევა, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი ხდება, რაც ძალიან მაწუხებს" - გიული ალასანია, 2010 წელი, თურქეთი.

გიული ალასანია დღემდე რჩება პროთურქული ორგანიზაცია პლატფორმა ევრაზიის დიალოგის საქართველოს ფილიალის გამგეობის თავმჯდომარედ. თუმცა "პლატფორმა ევრაზია" რუსეთის ინტერესებსაც რომ ემსახურება, ეჭვს არ იწვევს.

ინტერნეტში მისი სააგენტო რეგნუმისთვის მიცემული ინტერვიუ დღემდე იძებნება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ აგვისტოს ომიდან 2 წელში, 2010 წელს, თურქეთში გამართულ დიალოგ ევრაზიის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე გიული ალასანია სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა და რიგი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

გიული ალასანიამ განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარება შორეული პერსპექტივის საქმეა. თბილისი საჭიროებს რუსეთთან დიალოგს. მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. რუსეთის ლიდერები უარს ამბობენ სააკაშვილთან დიალოგზე. თუმცა, ოპოზიციასთან აქვთ კავშირები. ჩვენ ვართ მეზობლები და ასეთებად დავრჩებით. საქართველოდან მიდის რუსული კულტურის ბოლო პლასტი. რუსული ენა დავიწყებას ეცემა. ქართველები ინგლისურენოვანები ხდებიან. მე ეს მაწუხებს. 

დიალოგი, დიალოგი და ისევ დიალოგი, განაცხადა ალასანიამ. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა, რაც სომხეთის ბლოკადიდან გამოყვანას ემსახურება, ასევე აღნიშნა თურქეთთან და ირანთან ვიზების გაუქმება.

ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ღიად პრორუსული განცხადებები დედამ გააკეთა და სააკაშვილი არაფერ შუაშიაო, გაგახსენებთ მაშინდელ შსს-ში რუსი ჟურნალისტების ექსკურსიას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, სააკაშვილის ლარსზე დახვედრას და რუსი ტურისტების პირადად მომსახურებას, რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას, ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს.

გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს შეგახსენებთ: "სააკაშვილი და საქართველოს ყველა თანამდებობის პირი მანტრასავით იმეორებენ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშე". ამავე ინტერვიუში ამბობს სააკაშვილს ჩემოდნით ვერ ჩამოგიყვანთ, დიდიაო. ყველას გაქვთ ჩემი ტელეფონი. არ მოგწონთ ვაშაძე, დაელაპარაკეთ შაშკინს, არ მოგწონთ შაშკინი, დაელაპარაკეთ მერაბიშვილს და ა.შ.
ჩვენ რუსული კულტურის ვართო, ვაშაძემ რომ თქვა, ხომ გახსოვთ? გიული ალასანიამაც იგივე თქვა, საქართველოდან რუსული კულტურის ბოლო პლასტი გადის, რუსული ავიწყდებათ, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი გახდა და მე ეს მაწუხებსო.

ესენი დღეს რუს ტურისტებს დასდევენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ პრორუსულობაში.
ამიტომაა გორბაჩოვის პერესტროიკის პროპაგანდისტები კუბილიუსი, იუკნევიჩიანე და სხვა, ადრე პრორუსულად განწყობილი სუბიექტები გონჩარენკო, არესტოვიჩი და სხვები, ასე აქტიურად რომ ლობირებენ ნაცმოძრაობას და სააკაშვილს.

პლატფორმა "ევრაზიის დიალოგის" შესახებ უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში. მის შემადგენლობაში თურქეთს გარდა შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა და საქართველო. თქვენი პროევროპელობა თუ პროევროპულობა არ გაიშვა", - წერს ამირან სალუქვაძე.

დღის ამბები