მიხელ სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა, ოჯახის შეფასებით, მძიმეა.
ცოტა ხნის წინ ყოფილი პრეზიდენტი გიული ალასანიამ მოინახულა. ჟურნალისტებთან მან მცირე კომენტარი გააკეთა სადაც თქვა რომ სიმპტომები უცვლელია - უმადობა, ტემპერატურა და სისუსტე, რაც. მისი თქმით, უკვე დასმული რამდენიმე დიაგნოზის ფონზე, მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.
"საშინელი სისუსტე და კვება როგორია, იცით? - პატარა ბავშვი უფრო მეტს ჭამს ვიდრე ეს, ერთ ლუკმას მოკბეჩს და მერე გადადის წყალზე, ჩაიზე...
ძალიან მალე იღლება, უყურებს საშინელებას რაც ხდება უკრაინაში, ბახმუტის ამბებს," - თქვა ალასანიამ.