საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.
განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.