პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში დასრულებულია, ორი დღის განმავლობაში შალვა პაპუაშვილს და ქართულ დელეგაციას შეხვედრები ჰქონდათ კოლეგებთან, სენატის და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეებთან. შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღო კლინგენდაილის ინსტიტუტის საჯარო დისკუსიაში.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ექსპერტებთან გამართულ დისკუსიაშიც ჩაერთო. მან საქართველოს ევროპულ არჩევანზე გააკეთა აქცენტი და მიმოიხილა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიის შედეგებზე როგორც უკრაინაში ასევე საქართველოსა და მთელს რეგიონში.
"ნიდერლანდები ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტი და გადამწყვეტი სიტყვა რაც ევროკავშირის გაფართოებას შეეხება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირი პარლამენტებს შორის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ განწყობა პოზიტიურია საქართველოსა და მისი ევროპული მისწრაფების მიმართ. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება ნიდერლანდების მხრიდან მხარდაჭერა, როდესაც საკითხი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადგება და გამომდინარე აქედან ამ ვიზიტმაც მნიშვნელოვანი რომი ითამაშა ამ საქმეში", -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.