პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ დასავლელი ლიდერებისგან არ უნდა ისმოდეს ომისკენ მიდრეკილი განცხადებები.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები შორს არის, როგორც დემოკრატიასთან ისე პარტნიორულ ღირებულებებთან.
"არ უნდა იყოს შეერთებული შტატების სენატორების მხრიდან ისეთი განცხადებები, რომელიც გაკეთდა. ქართულ საზოგადოებას პირდაპირ მიუთითეს, როგორი ლიდერი სჭირდება და რომ ისინი ვერ ირჩევენ ისეთ ლიდერს, რომელიც მაგალითად მეორე ფრონტს გახსნის ქვეყანაში და აქვე დაამატა, რომ გვაქვს პრობლემები ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ სხვანაირად რუსეთს ვერ შევეწინააღმდეგებით. ასეთი ტიპის განცხადებები საერთოდ არ არის კავშირში არც დემოკრატიასთან, არც პარტნიორობასთან და არის პირდაპირი წახალისება იმისა, რასაც საქართველოში რადიკალები უკვე ვეღარ ახერხებენ,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.