"ბოლო პერიოდში ნახეთ, რომ ჩვენი მხრიდან გააქტიურებულია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან მუშაობა იმიტომ, რომ წინ გველოდება კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ვიბრძვით. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ომის და ღალატის გლობალური პარტიის წარმომადგენლები ხელს გვიშლიან ამაში. თუმცა, საქართველო ამას მაინც მიაღწევს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქართული დემოკრატია, რომელიც ასე პროგრესირებს საბოლოო ჯამში პოზიტიურად შეფასებული არ იყოს, მიუხედავად იმ დარტყმებისა რასაც ამ მიმართულებით ახორციელებენ ჩვენი რადიკალი ოპონენტები“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ევროკომისიის მეხუთე ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ევროკომისიის მეხუთე ანგარიშს პოზიტიურ გზავნილად მიიჩნევს.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაც მისასალმებელია და საქართველოს პროგრესის აღიარებაა.
"რა თქმა უნდა, პოზიტიური მესიჯი არის ეს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში ხდება ხოლმე აღიარება საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და პროგრესის. თქვენ ხედავთ, რომ ბევრი თავდასხმა მივიღეთ ამ დღეების განმავლობაში. ჩემი აზრით, ეს შემთხვევითი არ არის, ასეთი პოზიტიური გზავნილების ბრალია და ამის გადაფარვის მცდელობაა, რაც ახლა აქ ხდება მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი - ევროკავშირის ეს ძალიან პოზიტიური პოზიცია, რომ აგრძელებს ამის შესრულებას, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ბოლო პერიოდში ნახეთ, რომ ჩვენი მხრიდან გააქტიურებულია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან მუშაობა იმიტომ, რომ წინ გველოდება კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ვიბრძვით. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ომის და ღალატის გლობალური პარტიის წარმომადგენლები ხელს გვიშლიან ამაში. თუმცა, საქართველო ამას მაინც მიაღწევს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქართული დემოკრატია, რომელიც ასე პროგრესირებს საბოლოო ჯამში პოზიტიურად შეფასებული არ იყოს, მიუხედავად იმ დარტყმებისა, რასაც ამ მიმართულებით ახორციელებენ ჩვენი რადიკალი ოპონენტები. გამომდინარე აქედან, შალვა პაპუაშვილის ეს უაღრესად პოზიტიური ვიზიტები, ნახევარი ევროპა მოიარა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ჩვენს პარტნიორებთან სალაპარაკოდ და სიმართლის მისაწოდებლად და ჩვენი დემოკრატიული ნაბიჯების შესაბამისი შეფასებები, რაც ამ ანგარიშშიც, მათ შორის, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაშიც აისახა, არის უდავოდ მისასალმებელი და აღიარება საქართველოს პროგრესისა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.