"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანმა, ბაჩო დოლიძემ უპასუხა კითხვას - რა სტრატეგია ექნება პარტიას თუ მოსამართლე არ მიიღებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას.
ბაჩო დოლიძის თქმით, პროცესების მიმდინარეობის პერიოდში მათ ხელი არ უნდა შეუშალონ მთლიანად პროცესს, თუმცა მზად უნდა იყვნენ ყველანაირი სცენარისთვის.
"პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ ჩვენ დღეს შევხვდით და ამ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მინდა სწორად გაიგოთ, აქ არავინ არავის ეჯიბრება არც ინიციატივების დაყენებაში და ა.შ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით. ხვალ ჩვენ ოპოზიციურ კოლეგა პარტიებთან გვაქვს კონსულტაციები.
მთავარი რაც არის, პროცესები იწყება 9 რიცხვში, აღნიშნული პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დელიკატურად უნდა გავიაროთ ჩვენ ყველამ, იმიტომ, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ პირველ რიგში იმ დაცვის სტრატეგიას, რომელიც უფლებადამცველებს აქვთ არჩეული. შესაბამისად, ყველანაირი საშუალება უნდა მივცეთ, რომ აღნიშნული გზა, აღნიშნული სტრატეგია ბოლომდე მიიყვანონ.
პროცესების მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ მთლიანად ამ პროცესს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ მზად ყველანაირი სცენარისთვის, იმიტომ, რომ მოსამართლე რა დღეს ჩანიშნავს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის და რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა შევხვდეთ ძალიან ადეკვატურად, იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს მოკლული, იმიტომ, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.