14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული - ფეისბუქ - გვერდი "სინამდვილეში" ინფორმაციას ავრცელებს

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის აქტივისტმა გიორგი ფარცვანიამ მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა.

მმართველი პარტია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, ვერსიას დეზინფორმაციას უწოდებს და მიმოწერის ამსახველ სრულ მასალას აქვეყნებს. "ოცნების" ინფორმაციით, მედიასაშუალება აგრძელებს ბინძური ტყუილების ტირაჟირებას და ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა! რეალურად კი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული სქრინები მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტი იყო.

"ოცნება" აცხადებს, რომ გიორგი ფარცვანიამ შეასრულა პარტიული დავალება, მამუკა მდინარაძეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელმა ანალოგიური შეურაცხყოფით უპასუხა. პარტიის განცხადებით, პროვოკაციის მომწყობი გიორგი ფარცვანია, "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერია და გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით. კერძოდ, ფარცვანიამ "ნაცმოძრაობის" დავალებით პირადი ცხოვრების ვიდეოკადრები ეკა ბესელიას გაუვრცელა!,"-აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

 



დღის ამბები