საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის შედეგი, რაც მათ ქვეყნისთვის სურდათ. მისი თქმით, ეს არის ის ლოგიკური დასასრული, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა განვითარებულიყო.
"ეს არის საერთო ჯამში ის, რაც უნდოდათ, რომ გაეკეთებინათ საკუთარი ქვეყნისთვის, დაემართათ თავიანთ პარტიაში. ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც მათ აქვთ. მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა იმდენი, რომ საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ. ასე, რომ ეს არის შედეგი. რაც შეეხება არჩევნებს, ვის აირჩევენ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა არის არა ხელმძღვანელობაში "ნაციონალური მოძრაობის", არამედ პრობლემა არის იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილები არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე აცდენილი არიან ელემენტარულ პრინციპებს დემოკრატიის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.