14 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

იმსჯელეს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები. ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებსაც. მთავრობის მეთაურმა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება.

საბჭოს წევრებმა აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესიც განიხილეს.

დღის ამბები