ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა, საკითხს ევროპარლამენტის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
"ევროპარლამენტი მტკიცედ დგას კორუფციის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს მიმდინარე გამოძიებაზე გარდა იმისა, დავადსატუროთ, რომ ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ შესაბამის სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მართლმსაჯულებას," - წერს რობერტა მეცოლა ტვიტერის გვერდზე.