მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. კლინიკაში ელოდებიან სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძესაც.
"მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და ბოლოს რომ ვიყავი, იმასთან შედარებით, გაცილებით სუსტად არის. არის 73 კილოგრამი და ყოველდღე მას აქვს 38 + სიცხე. მისი მდგომარეობა არის საგანგაშოდ მძიმე,"- აცხადებს ნაყოფია.