14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"სამეული არის პერსპექტიული ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც მომავალში უნდა გადადგან ახალი ნაბიჯები" - ილია დარჩიაშვილი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც ითქვა, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მეტი პოლიტიკური და ფინანსური დახმარება უნდა მიიღონ, მიწვეული იყო საქართველოს პირველი დიპლომატი. 

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპელ კოლეგებთან მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილი დიდია, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

"ჩვენ, როგორც სანდო და ერთგული პარტნიორი ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მომავალში გავაგრძელებთ ჩვენი ღირებული და ძლიერი კონტრიბუცია გავაკეთოთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს მიღებული მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, მე არ მქონია ის განცდა, რომ სამეული დიფერენცირებულია. ეს განწყობა მოდის ჩვენი კოლეგებისგან, მათი განცდა არის, რომ საქართველო ნაწილია იმის, სამეული აგრძელებს განვითარებას, სამეული არის პერსპექტიული ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც მომავალში უნდა გადადგან ახალი ნაბიჯები," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საუბარი შეეხო საკითხს, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს  ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. 

"ცალსახა იყო ის მხარდაჭერა, რაც აქვთ უკვე კანდიდატ ქვეყნებს და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცესი და როგორ შეიძლება იყოს ის უფრო ეფექტიანი. ასევე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ კავკასიის რეგიონი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი იმისათვის, რომ ევროკავშირის დაკავშირებადობა სხვა რეგიონებთან იყოს გაზრდილი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები