კანდიდატები, რომლებსაც "ქართული ოცნება" ომბუდსმენის პოსტზე მხარს არცერთ შემთხვევაში არ დაუჭერს, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი არიან. მიზეზი ერთის შემთხვევაში "ქართული ოცნების" ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, მეორის კი, მისი გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა.
მმართველი პარტია ამბობს, რომ ომბუდსმენის პოსტზე მაქსიმალურად ნეიტრალური, მაგრამ ამავე დროს ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის მისაღები კანდიდატი უნდა აარჩიონ.
სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტს დრო წლის ბოლომდე აქვს, დასავლელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად მიიღოს, კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ პოლიტიკური პარტიები.
ოპონენტებს კონსულტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს მმართველი ძალა. "ქართულ ოცნებაში" იმედი აქვთ, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეთანხმებას მაინც მიაღწევენ.
ნინო ლომჯარიას ვადა 9 დეკემბერს ამოეწურა. ახლა საქართველოსთან ერთად ახალი სახალხო დამცველის არჩევას ევროკავშირიც ელოდება. სწორედ პარტნიორების რეკომენდაციაა ახალი ომბუდსმენის ინკლუზიური პროცესით არჩევა. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამ რაოდენობის მანდატი კი პარლამენტში არც ერთ პარტიას აქვს.