14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს - არჩილ თალაკვაძე 

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, დებატების ერთ-ერთი თემა იყო ანაკლიის პორტი - პროექტის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის იდეას ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. 

"რის ანაკლიის ამშენებელი ხართ მთავრობის მიერ? 51%-ს დააფინანსებს მთავრობა და მერე მოვიძიებთ ვიღაცებს, ვინც 49%-ში შემოგვეკედლებაო. 49%-ში მონაწილეობას არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს. თუ მართლაც ვინმე აქ შემოვა ამ ტენდერის შემდეგ, ეს იქნება რუსული კომპანიები, ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც მისცემენ გარანტიას, რომ შეიცვლება პროპორცია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ანაკლიის პროექტს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 

"მსურს გამოვეხმაურო და მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების და ამ მასშტაბის ეკონომიკური პროექტის განხორციელების საშუალება კი, ჩვენს ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ მისცა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები