14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
სააკაშვილი წლების განმავლობაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო, ჰკითხეთ სპეციალისტებს, რა შედეგი მოაქვს, როცა ადამიანი დიდი დოზით მოიხმარს ნარკოტიკებს – ვატო შაქარიშვილი

"ერთი მომენტი რატომღაც ყველას გვავიწყდება – ის, რომ სააკაშვილი წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მას შემდეგაც იყო მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული," – აცხადებს ორგანიზაცია "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილის თქმით, სააკაშვილი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე და მოიხმარს ძალიან დიდ დოზებს ყოველდღიურად და სისტემატურად, ცხადია, ყველაფერზე თავის დანებების ფაქტორი იწვევს გარკვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს და ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. 

"ცხადია, სპეკულაციასთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, რაც დამახასიათებელია "ნაცმოძრაობისთვის" და სააკაშვილისთვის. ბევრი ასპექტის განხილვა მიმდინარეობს. ის, რომ ციხის გარემო ცუდად მოქმედებს. ახალი გარემოება, რომელიც საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, რომ მას გარკვეული ოპერაციები ჰქონდა ჩატარებული.

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი, დორბლიანი ადამიანი, პირდაპირ ეთერში ვერ იკავებდა ნერწყვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ იყო ფხიზელი. არაერთხელ გვინახავს საჯაროდ, ტელეკამერების წინ არაფხიზელ მდგომარეობაში და ეს ქართული საზოგადოებისთვის არ არის ახალი და ეს მის ულფებადამცველებსაც, ბრჭყალებში ევროპარლამენტარებსაც და ყველას უნდა მოვახსენოთ, რომ სააკაშვილი იყო წლების განმავლობაში, პრეზიდენტობისას თუ სხვა დროს, უკრაინაში ყოფნისას, ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ჰკითხეთ სპეციალისტებს, რა შედეგი მოაქვს, როცა ათწლეულების განმავლობაში ადამიანი დიდი დოზით მოიხმარს ნარკოტიკებს; თავის დანებების შემთხვევაში, რა გავლენა აქვს ამას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე," – აცხადებს შაქარიშვილი.

დღის ამბები