14 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება არაობიექტურად და შერჩევითად

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება არაობიექტურად და "შერჩევითად".

"ვრცელდება ცალმხრივი და არაობიექტური ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და მხოლოდ "შერჩევითად" არის ეს ინფორმაციები ამოღებული. მაგალითად, გავრცელებული სურათი, რომელშიც მსჯავრდებული სააკაშვილი არის ასახული და რომელიც გადაღებული არის ექსპერტის მიერ, რომელიც ცენტრი "ემპათიის" მიერ იყო მოწვეული და  ჩანაწერი, სადაც სულ რამდენიმე სიტყვაა ნათქვამი. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს, მაშინ კეთილი ინებონ და გაავრცელონ მთელი ინფორმაცია. მაგრამ მთელ ინფორმაციას ბუნებრივია არ გაამჟღავნებენ, იმიტომ რომ მათ ეს არ აწყობთ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ არ იქნება მიღებული სათანადო გადაწყვეტილება, რომელიც მათ აწყობთ სასამართლოს მიერ, მაშინ ისინი გამოიყენებენ ყველა ხერხს. აქვე ამ ადამიანებს შევახსენებ, რომ არაკონსტიტუციური ხერხების გამოყენება არის დანაშაული და დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე",- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები