მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ მიზანმიმართულად ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოს ვინმეს აწამებენ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"ჩვენ ვიხილეთ მათ შორის სასამართლო პროცესისისთვის ხელის შეშლა, როდესაც "ვივამედში შესული იყო პროკურორი, კონკრეტულად უკანონო საზღვრის კვეთის საქმეზე და იქ მსჯავრდებულმა მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო, რადგან ბუნებრივია, ეს არ შედიოდა მათ ინტერესებში. ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ახლა რა პროცესშიც ვიმყოფებით, ეს არის ევროინტეგრაციის პროცესი. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ მიზანმიმართულად ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოს ვინმეს აწამებენ. რაც ყოვლად დაუშვებელია და ამ ყველაფერს ბუნებრივია შესაბამის მოქმედებებს დავუპირისპირებთ," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.