14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
სააკაშვილის კონკრეტულ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ქვეშ სტატუსის მიღება - არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსიც - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, თუკი სააკაშვილის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაული კითხვის ქვეშ დადგება სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, "მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც".

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში საოცარი განცხადებები ისმის.

"სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება თუ არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საოცარი განცხადებები ისმის. მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და, ზოგადად, რა საჭიროა შესრულება? ამ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც და ჩვენ ყოველთვის ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები