"რამდენიმე დაქირავებული ევროპარლამენტარი ომახიანად ბოდავდა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე და სხვა სიგიჟეებზე. ამ ფოტოზე წარმოდგენილი ხალხის უმრავლესობა არიან ჩვეულებრივი ლობისტები. ეს ხალხი ფულს იღებს სისულელეების ლაპარაკში და ზუსტად ამიტომ არის მათი განცხადებები ჩალის ფასზე ნაკლები ღირებულების,“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი და აზიარებს ფოტოს, სადაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით აქციას მართავენ.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს და უკვე ხომ ყველასთვის ნათელია ეს ფოტო რამდენი ათასი ევრო დაჯდა. ამ ფონზე კიდევ შეიძლება კიდევ ვინმეს კითხვა ჰქონდეს ამ ხალხის გულწრფელ წუხილზე ქართული დემოკრატიის მიმართ?
„გუშინ ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში რაღაც დებატები გაიმართა. რამდენიმე დაქირავებული ევროპარლამენტარი ომახიანად ბოდავდა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე და სხვა სიგიჟეებზე. ამ ფოტოზე წარმოდგენილი ხალხის უმრავლესობა არიან ჩვეულებრივი ლობისტები. ეს ხალხი ფულს იღებს სისულელეების ლაპარაკში და ზუსტად ამიტომ არის მათი განცხადებები ჩალის ფასზე ნაკლები ღირებულების. ამ ხალხს ფულს უხდიან იმის თქმაში, რომ თურმე საქართველოს ევროპული მომავალი მანიაკ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ამ ხალხს ფულს უხდიან იმის ლაპარაკში, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია ეს ქვეყანა. ამ ხალხს ფულს უხდიან იმის ლაპარაკში, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი "რუსი ოლიგარქია" და არა ყველაზე დიდი მეცენატი. თან იმ ხალხს ვინც ამ გაუგებარ ხალხს ფულს უხდის, იმის ილუზია აქვთ, რომ ქართველი ხალხი ამ სისულელეებს დაიჯერებს. ამ სუბიექტების დამქირავებლებს სჯერათ, რომ რადგან ვიღაც ფოტიგები და კრამონები თითს დაგვიქნევენ, ამით ქართულ საზოგადოებაში ნაცმოძრაობის რეინკარნაციას და რომანტიზებას შეძლებენ. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს და უკვე ხომ ყველასთვის ნათელია ეს ფოტო რამდენი ათასი ევრო დაჯდა. ამ ფონზე კიდევ შეიძლება კიდევ ვინმეს კითხვა ჰქონდეს ამ ხალხის გულწრფელ წუხილზე ქართული დემოკრატიის მიმართ?“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.