საპარლამენტო მანდატების დატოვებისკენ ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდებებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან და მათ განცხადებებს საკითხთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებენ.
რაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობაში" შიდაპარტიული პრობლემები აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება პარტიის ხელმძღვანელი.
"არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გაახსენდათ პუფები და გვიან მიხვდნენ, რომ ჩვენ პუფები ხომ არ ვართო ჩვენივე ნათქვამის გამო. არ ვიცი. რამდენიც ესენი ერთმანეთს დააბულინგებენ, გავიდნენ, შემოვიდნენ, დატოვონ, არ დატოვონ - ეს კასკადი სიმულაციების ჩვენთვის საინტერესო აღარ არის.
იმდენად დაეშვა ფსკერზე "ნაცმოძრაობა", რომ ფეიკების საფუძველზე სპეცოპერაციების არგამოსვლის გადაფარვის საშუალებად, შემდეგ თუ მანდატების დატოვებას მორიგ ჯერზე, მეასედ დააყენებენ ამ საკითხს, ეს სერიოზული არ შეიძლება იყოს. მათ აქვთ უმძიმესი კრიზისი შიგნით პარტიაში, შიგნით აქვთ პრობლემები იმასთან დაკავშირებით ვინ იქნება ხელმძღვანელი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.