"შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.
"მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ," - წერს სააკაშვილი.
მისი ადვოკატი კადრების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს. ადვოკატის განცხადებით, ვიდეო -მასალის გავრცელება პატიმრის უფლებებს არღვევს, რადგან მისი პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა.
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების საკვებს აღარ მიიღებს, ექსპრეზიდენტი თვლის, რომ შესაძლოა, მისი ინტოქსიკაცია მოხდეს.
"მან გამოაცხადა, რომ პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს,"- აცხადებს ხაჭაპურიძე.