"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სპეცოპერაცია ჩავარდა, რადგან ცნობილი ნარატივი თვეების განმავლობაში - კვდება, ტყუილი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას, ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სპეცოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე ცდილობდნენ ფეიკი დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის, მხილებული იქნა როგორც ნაცმედია, ასევე მისი უცხოელი ლობისტები, ასევე ნაცმოძრაობა და მისი კლასტერის წარმომადგენლები და ახლა ცდილობენ, სხვა თემაზე ილაპარაკონ.
"სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც უკვე მესამედ გამოაშკარავდა, ამის გადაფარვის მცდელობაა ყურადღების ფორმალურ მხარეზე გადატანა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერი ან უკანონოა. მათ შორის, პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა.
რაც შეეხება იმას, რა გამოაშკარავდა უკვე მესამედ, პირველი იყო ის, რომ თითქოს შიმშილობდა და მაშინ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე კადრების გასაჯაროებით, ცნობილი გახდა, რომ ტყუილი იყო ე.წ. შიმშილი, მეორედ თითქოს აწამებდნენ მას, წამებით გადაიყვანეს და ესეც გამოაშკარავდა, მესამე შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სპეცოპერაცია ჩავარდა, რადგან ცნობილი ნარატივი თვეების განმავლობაში - კვდება, ტყუილი აღმოჩნდა.
მაშინ როდესაც "ნაცმოძრაობის" მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რომლებიც ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას, ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს. ეს მორიგი სპეცოპერაცია ჩავარდა და ახლა ამ ყველაფრის გადაფარვის მცდელობა ყურადღების ფორმალურ საკითხებზე გადატანაა, რომელი ტესტიც ამ საკითხს ორჯერ უკვე გავლილი აქვს.
რაც შეეხება მის სიმულაციას, რაც უკვე ხელის გულზეა, სიმულაციამ აჩვენა შემდეგი, რომ მაგალითად, ორმაგი რეკორდსმენი გახდა ეს ადამიანი. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით, 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით - 3 საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს, რომელიც გამოაშკარავდება თუ არა, მაშინვე გადადის სხვა საკითხებზე აქცენტი, რომ მთავარი საკითხი - მისი სიმულაცია გადაიფაროს. შესაძლებლობის ფარგლებში, კადრების გარეშე ლაპარაკობდა უწყებაც, რისი თქმის საშუალებაც ჰქონდა, შესაბამისი ადამიანებიც, თუმცა, სპეცოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე ცდილობდნენ, რომ ფეიკი დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის, რაც ჩავარდა, მხილებული იქნა როგორც ნაცმედია, ასევე მისი უცხოელი ლობისტები, ასევე ნაცმოძრაობა და მისი კლასტერის წარმომადგენლები და ახლა ცდილობენ, სხვა თემაზე ილაპარაკონ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.