14 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
არცერთი ბრალდება ქართულ მხარეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ჰააგაში დასრულებულია - ვინ გამოცხადდა დამნაშვედ

არცერთი ბრალდება ქართულ მხარეს - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ჰააგაში დასრულებულია.

საქმის დახურვის მიუხედავად, ჰააგის პროკურორის ოფისი  ომის დამნაშავეების ძებნას გააგრძელებს.

ეთნიკური ოსები: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი - ბრალდებულები უნდა დააკავოს და საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადასცეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ხელისუფლებამ. ომის დამნაშავედ გამოცხადებულია კიდევ ერთი რუსი გენერალი, თუმცა ვიაჩელსავ ბორისოვი სასამართლოზე ვეღარ წარსდგება.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ბრალდების მიხედვით, ომის დანაშაულების ჩადენას ხელი განზრახ შეუწყო, უკვე გარდაცვლილია.

საქმე დასრულებულად დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა გამოაცხადა.

საქართველომ გაიმარჯვა - ამ გამარჯვებას კი ცალ-ცალკე თავის წარმატებად მიიჩნევს ხელისუფლებაც და ყოფილი მმართველი პარტიაც. თუმცა ქართულმა მხარემ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რუსული ისკანდერების ნაწილები, ჰააგას 2012 წლის შემდეგ წარუდგინა.

დღის ამბები