14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში როუმინგის ტარიფი შესაძლოა გაუქმდეს - ამ მოთხოვნით 24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე მიმართა

ბრუტალური ომის ფონზე, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობას ყოველდღიურად აძლიერებს.

ევროპარლამენტარები საქართველოს წახალისებას პრაქტიკული ნაბიჯებით ცდილობენ. საქართველო შესაძლოა ევროკავშირის უფასო როუმინგ ზონაში ჩართონ. ამ მოთხოვნით 24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკვე მიმართა. ინფორმაციას ევროპარლამენტარი ტეირ როიტენი "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს.

"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის მხარდაჭერის ხელშესახებ ნიშანს ევროპულ გზაზე. ევროპარლამენტარები ხუთი პოლიტიკური ჯგუფიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებენ ჩართოს საქართველო ევროპის უფასო როუმინგ ზონაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, სწრაფად განახორციელებს 12 ძირითად პრიორიტეტს," - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები