"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ნიკა მელიას უკრაინაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ერთი წლის წინანდელ ინციდენტზე საუბრობს. სოციალურ ქსელში ორჯონიკიძის სტატუსი ვრცელდება.
"ყველა, ვინც შარშან ნაცმოძრაობის ოფისში შეესწრო იმ ფაქტს, როცა ნიკა მელიამ ხელი გაარტყა ჩვენს გმირ მიშა ყაფლანიშვილს და ამაზე დღემდე დუმს, არის ქვეყნის მოღალატე" ,- წერს მაია ორჯონიკიძე.