მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთელი კვირაა, რაც ისევ განხილვის საგანია. ვისთვის რაზე მეტყველებს პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრები?! ვიდეოს, რომელსაც ხმა არ აქვს და 10 წუთის და 29 წამის განმავლობაში გრძელდება, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გავრცელდა. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი, ბოლო კი 12 დეკემბერია.
კადრების გავრცელებას მალევე მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის წერილიც, მისმა ადვოკატმა კი ვიდეოს გავრცელებას - სისხლის სამართლის დანაშაული უწოდა. შეფასებები არაერთგვაროვანია პოლიტიკურ სპექტრში.
ავტორი: იზი ბურნაძე