14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს. საიას ახალი თავმჯდომარე უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა წარადგინა.

როგორც თავად სიმონიშვილმა განმარტა, მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და ახალი თავმჯდომარის დანიშვნის გადაწყვეტილება საიას გამგეობამ მიიღო.

"ძალიან მნიშვნელოვანი 2 წელი გაირა ორგანიზაციამ რთული და სიძნელეებით სავსე.

ყოფილი თავმჯდომარე საიას გამგეობის წევრად რჩება. მეც ამ ორი წლის შემდეგ ამომეწურა უფლებამოსილება და მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ ვაგრძელებ საიაში ჩემი მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ვრჩები გამგეობის წევრად,"- აცხადებს სიმონიშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის ინტერესი იქნება ყველა მოწყვლადი ჯგუფი.

"ჩვენი ინტერესი იქნება ყველა მოწყვლადი ჯგუფი, ხანდაზმულები დევნილები და ა.შ ამ მიმართულებით განსაკუთრებულად გაძლიერდება ორგანიზაცია,"- აცხადებს ქურდოვანიძე.

დღის ამბები