საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის განცხადებით, იგი არ ელოდება, რომ სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.
ამასთან, თეონა აქუბარდია ამბობს იმასაც, რომ იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ექსპრეზიდენტის საქმის ირგვლივ მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოებას და "ნაციონალურ მოძრაობას".
"არ ველოდები, რომ სასამართლო გამოიტანს იმ გადაწვეტილებას, რომელსაც ითხოვენ როგორც ჩვენი პარტნიორები, ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ უნდა მიადგეს საფრთხე.
ამიტომ, სხვა დანარჩენი უკვე მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები ეს არის სააკაშვილის მხარდამჭერებზე ისევე, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაზე" დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ აქციები დაანოსდება კიდევ ერთხელ დაველოდები სასამართლო პროცესის საბოლოო გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.