ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო განხილვა 29 დეკემბერს გაიმართება.
მმართველი გუნდის განცხადებით, სასამართლომ ვერდიქტი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა გამოიტანოს და არა პატიმრის ვიზუალური მდგომარეობით.
"საპროტესტო აქციების ჩატარება ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია. სასამართლომ ვერდიქტი უნდა გამოიტანოს იმის მიხედვით, როგორ იქნება დასკვნა კომპეტენტური სამედიცინო ექსპერტების და არა იქიდან გამომდინარე გაუპარსავია, დაუვარცხნელი, თუ მოუვლელია კონკრეტული პატიმარი,"-აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.