14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული- ირაკლი ქადაგიშვილი   

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ ექსპრეზიდენტის უფლებები იყოს დაცული. 

ირაკლი ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ქუჩაში გამოყვანას ე.წ. "სპეკულიანტური" ქმედებებით" ვერ შეძლებს.  

"ამ საკითხის გარშემო არის უამრავი სპეკულაციები. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, როგორც მკურნალობის კუთხით, ასევე მისი ყველა უფლება იყოს დაცული. აქციების საფუძველი არ არის სამართლიანი, უსამართლო სპეკულიანტური მოტივაციის გამო მოსახლეობა გარეთ არ გამოდის,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
 

დღის ამბები