ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა.
ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ორი კვირაა, ციხეშია. მას ქრთამის სანაცვლოდ კატარის ინტერესების უკანონოდ ლობირებაში ედება ბრალი.
ევროპარლამენტში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოხმაურა უნგრეთის პრემიერ მინისტრი. თუ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოებაში ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი-განაცხადა ვიქტორ ორბანმა.