საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია შეიქმნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს.
კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.