პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისტორიული გამარჯვება ქვეყნისთვის და ვისაც სურს რომ ეს გამარჯვება დააკნინოს, სწორედ ის არის ეროვნული ინტერესების მოღალატე.
"ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ გამოძიების დასრულება საქართველოს სასარგებლოდ, საქართველოს გარეთ ეტკინა რუსეთს და შიგნით ეტკინა რადიკალურ ოპოზიციას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი იმდენად არაეროვნულად იქცევიან, სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად გამიჭირდება.
თვითონ პროკურორმა განაცხადა, რომ რეალური გამოძიება ჰააგის სასამართლოში დაიწყო 2016 წლიდან და ეს იყოს საქართველოს ეროვნული და ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება. ვისაც ამ გამარჯვების დაკნინება სურს, ის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესების ქვეშ მოქმედი და მოღალატე ჩვენი ეროვნული ინტერესების,"-აცხადებს რატი იონათამაშვილი.