მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ხვდება, მანამდე კი ექსპრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, მისი განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სასამართლოს გაჭიანურების მცდელობაზე საუბრობს.
"ძალიან დიდი გაჭიანურების მცდელობაა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ზედიზედ იქნებოდა სასამართლო. ძალიან კმაყოფილები ვართ გუშინდელი პროცესით ის კაცი ნამდვილად არის თავისი საქმის პროფესიონალი,"- აცხადებს ალასანია.