მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტიზაზე უკვე მეხუთედ და დღესაც უარი თქვა.
გამომძიებლის ინფორმაციით, სააკაშვილის ადვოკატების პოზიცია იყო, რომ ექსპერტიზა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით ჩატარებულიყო. სპეციალური პენიტენციური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელის ვასილ კაკაშვილის ინფორმაციით, უფლებადამცველებმა პირობები შეცვალეს.
"დღეს, სწორედ ამ საკითხზე ვიყავით სააკაშვილთან შესული. სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებაზე მან უარი თქვა,"- აცხადებს კაკიაშვილი.
სააკაშვილის გარშემომყოფეი კი კონკრეტულ უწყებებს არ ენდობიან და ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ შედეგების დადგენაში მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა მიიღონ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ სააკაშვილს ანალიზებზე უარი არ უთქვამს და ის უბრალოდ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ითხოვს.